„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. მმართველი პარტიის სიაში პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის დასახელება ოპოზიციას კითხვის ნიშნებს უჩენს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ლეგიტიმაცია დაკარგა. ამავდროულად, მმართველი პარტიის წევრებისთვის ოპონენტთა კრიტიკა გაუგებარი და მიუღებელია. ამ საკითხს დღეს ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა.