დასავლელი პარტნიორების მორიგი მწვავე გზავნილები - აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მოახლოვებულ არჩევნებსა და ე.წოდებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ისაუბრეს. დასავლელმა პარტნიორებმა სანქციების ამოქმედების დაჩქარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. სენატორების აღნიშნული გზავნილები ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უკვე შეაფასეს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ სენატორები, ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან. ოპოზიციაში კი პარტნიორების კრიტიკა არ უკვირთ და ფიქრობენ, რომ ეს საქართველოს ხელიუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია.