უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირმა უნგრეთს საზღვრის დაცვისთვის გაწეული ხარჯები უნდა აუნაზღაუროს. ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკომისიამ უნდა აანაზღაუროს უნგრეთის უზარმაზარი ხარჯები, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის საზღვრის არალეგალური მიგრაციისგან დასაცავად გაიღო. მისივე თქმით, ევროკავშირი ამ თანხას აუცილებლად გადაიხდის, თუმცა პროცესების წარმართვას დრო დასჭირდება.