საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები საკუთარი საქმიანობის შედეგების გასაცნობად კახეთის რეგიონს ეწვივნენ. ვიზიტისას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან ხაზი გაესვა პროექტების მდგრადობასა და გრძელვადიან შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს კახეთის რეგიონის ეკონომიკურ ზრდას. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ სამოქალაქო ლიდერებთან.