მორიგი მწვავე გზავნილები დასავლელი პარტნიორების მხრიდან,- ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, მოახლოვებულ არჩევნებსა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე ისაუბრეს. სხდომაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხაზი გაესვა სანქციების ამოქმედების დაჩქარების მნიშვნელობას. სენატორების გზავნილები შეაფასეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. ოპოზიციაში კი პარტნიორების კრიტიკა არ უკვირთ და ფიქრობენ, რომ ეს საქართველოს ხელიუფლების ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგია. სენატორების გზავნილებსა და შეფასებებზე.