ოპოზიციურმა პარტიებმა 2024 წლის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ისაუბრეს და ოპოზიციის ზოგადი შანსები შეაფასეს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მათი დაპირებები რეალობას შეესაბამება და ქართული ოცნებისგან განსხვავებით, არ ცრუობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ არჩევანი რუსულ ჭაობსა და ქვეყნის ევროპულ მომავალს შორის უნდა გააკეთოს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის არჩევნებთან შედარებით რადიკალურად განსხვავდება და მოსალოდნელია, რომ მაშინდელი 48%-იანი მხარდაჭერა რომელიც ხელისუფლებას ჰქონდა, წელს 25%-მდე შემცირდეს.