ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ოქტომბერში რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან აჯით კუმარ დოვალთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრა ყაზანში 22 ოქტომბერს გაიმართება, რათა მხარეებმა შეაჯამონ ერთობლივი მუშაობის შედეგები ორმხრივი შეთანხმების რეალიზაციის კუთხით, რომელსაც მათ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტის დროს მიაღწიეს. ივარაუდება, რომ მოდი ყაზანში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს ეწვევა, რომელშიც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც მიიღებს მონაწილეობას. მოდი რუსეთში ბოლოს 27 აგვისტოს იყო ჩასული. მან პუტინთან უკრაინის საკითხი განიხილა.