21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის, ოთარ ცინდელიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. დასკვნითი სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში სწორედ დღეს გაიმართა. მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ოთარ ცინდელიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. როგორ წარიმართა გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი.