ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს მოზიდვას აანონსებს. ამბობენ რომ ახლა ქართული ოცნება ანტიდასავლური პოლიტიკის შედეგად სწორედ ამ 14 მილიარდს ბლოკავს. სწორედ ამიტომ ისინი 26 ოქტომბრის არჩევნებზე ამომრჩეველთა სრული მობილიზების აუცილებლობაზე საუბრობენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ცვლილება ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ფინანსურ კეთილდღეობაზე ავტომატურად აისახება.