ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა უკრაინასთან ერთად ომში ურჩხულს დაამარცხებს.
ნაუსედამ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ლიეტუვა აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლას საკუთარ ბრძოლად მიიჩნევს.
„უკრაინა არასოდეს დარჩება მარტო, ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ურჩხულს, რომელსაც იმპერიალისტური ამბიციები მართავს“, - აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ლიეტუვა უკრაინის გვერდით დგას ომის დაწყებიდან და იქნება მასთან გამარჯვებამდე.
„ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების ნება, არამედ ეს არის ლიეტუველი ხალხის ნებაც, რომელიც გულწრფელად იბრძვის უკრაინის გამარჯვებისთვის“, - აღნიშნა ნაუსედამ.