ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 121-ე შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე განცხადა, მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ადამიანების თავის ოჯახებში დროულ დაბრუნებაზე. ამჟამად, უკანონო პატიმრობაში 10 ადამიანი იმყოფება.
შეხვედრაზე ასევე წინა შეხვედრიდან დღემდე ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტებსა და ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე იმსჯელებენ. ანთაძის თქმით, დროის ამ პერიოდში ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტების სოფლებში ე.წ ბორდერიზაციის 8 შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც გაივლო ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები და აღიმართა ლითონის ბოძები