ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა, რაც „საზოგადოება და ბანკების“ შეფასებით ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. ორგანიზაციის შეფასებით, წინასაარჩევნოდ ეროვნული ბანკი ცდილობს, გაცვლით კურსზე ზეწოლა არ გაზარდოს, რადგან ამ პერიოდში ისედაც გაზრდილია რისკები და გაურკვევლობა. შესაბამისად ეროვნული ბანკი ცდილობს, დამატებით არ გაზარდოს ზეწოლა არც ინფლაციაზე. თუმცა ორგანიზაცია აქვე აღნიშნავს, რომ ისევ გაურკვეველი რჩება ცენტრალური ბანკის პოლიტიკა მოსალოდნელ ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით.