უძრავი ქონების ფასი იზრდება, გაყიდვები კი შემცირებულია. მიმდინარე წლის აგვისტოში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 230 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-იანი კლება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქოლიერსი“ ავრცელებს. კვლევითი კომპანიის ცნობით, ბაზრის ზომა 7%-ით, 230 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი. ქოლიერსის მონაცემებს თუ უფრო დეტალურად ჩავშვლით, ვანახავთ რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, თბილისში ახალ პროექტებში გაყიდვები 0.4%-ით გაიზარდა, ძველ პროექტებში კი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული. ამ წლის აგვისტოში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 9%-ით. ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი პირიქით, 2%-ით შემცირდა. ამ წლის აგვისტოში, თბილისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრში 7%-იანი, ხოლო ფართო ცენტრში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- ნათქვამია კვლევაში.