სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე 7 ქართული კომპანია მონაწილეობდა. სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და ლატვიაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა ქართულ სტენდზე ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრს, არმანდს კრაუზეს უმასპინძლეს. ადგილზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ნატურალური წვენები და სხვადასხვა სახის კონსერვები. მიმდინარე წელს, RIGA FOOD 2024 გამოფენაში მონაწილეობას 30 ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო სექტორში მოქმედი 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო.