კიდევ ერთი თემა, რომელზეც მაიკლ კარპენტერმა ისაუბრა, საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსის დირექტორის განცხადებით, აშშ-ში იმედოვნებენ, რომ საქართველოში გასამართი არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, თუმცა მან ასევე შემაშფოთებელი უწოდა „ზოგიერთ ქმედებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უკვე განახორციელა. კარპენტერის განცხადებით, აშშ-ი გააგრძელებს ძალზე ახლოდან დაკვირვებას. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ოპოზიციური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს. კარპანტერმა განმარტა, რომ თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, ეს იქნება შემაფერხებელი ფაქტორი საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.