ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, ლაურინას კაშიუნასის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმი უნდა შეიცვალოს. მინისტრი მიიჩნევს, რომ ალიანსის მისიამ არა მხოლოდ პატრულირება უნდა მოახდინოს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვი ნატო-ს დონეზე უნდა შეამოკლოს, რათა მათ დრონები დაუყოვნებლივ გაანადგურონ. ლიეტუველი მინისტრის განცხადებით, ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის შტაბბინას სწრაფად უნდა გადაეცეს. 9 სექტემბერს ლატვიის სამხედრო ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბელარუსიდან გაფრენილი და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონი „შაჰედი“ აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა.