საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ძლევიჯვარის წმინდა გიორგის დედათა მონასტერში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურს, მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა და დედათა მონასტრის წინამძღვარმა სქემ -მონაზონმა ვალერია სხილაძემ უმასპინძლეს. სასულიერო პირები ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაძრის მშენებლობის შესახებ ესაუბრნენ.