გახდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით საქართველოს პრეზიდენტი. მმართველი პარტია ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას კატეგორიულად გამორიცხავს. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიცია, რომელსაც 20%-მდე მხარდაჭერა აქვს, პრეზიდენტის პოსტზე ზურაბიშვილის მეორე ვადით არჩევას ვერ მოახერხებს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს. ისინი მოქმედ პრეზიდენტს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და მის ხელმეორედ გაპრეზიდენტებას არ გამორიცხავენ.