„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეული და ოპოზიციის შანსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. სწორედ ამასთან დაკავშირებით საუბრობენ პოლიტიკური მხარეები. ოპოზიციური პარტიები ყურადღებას ხელისუფლების ცვლილების საჭიროებაზე ამახვილებენ და ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ სახით საზოგადოებამ ანტისახალხო ძალა მიიღო, რომელმაც საზოგადოებას ზურგი აქცია. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით მთავრობიც მეთაურმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მმართველმა პარტიამ საზოგადოებას მრავალფეროვანი წარმომადგენლობა შესთავაზა, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების რესურსი აქვს.