ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, ლაურინას კაშიუნასის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმში ცვლილება უნდა განხორციელდეს.
მედიის ინფორმაციით, ლაურინას კაშიუნასი მიიჩნევს, რომ ალიანსის მისიამ არა მხოლოდ პატრულირება უნდა მოახდინოს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, შეამოკლოს გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვი ნატო-ს დონეზე, რათა მათ დაუყოვნებლივ გაანადგურონ დრონები."
მინისტრის თქმით, ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის შტაბბინას სწრაფად უნდა გადაეცეს.
„ნატო-ს შტაბბინა აფასებს სიტუაციას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს არის მტრის დრონი და შემდეგ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებას საჰაერო პოლიციის თვითმფრინავების განლაგების შესახებ, ეს არის გარკვეული ალგორითმი და უნდა იყოს დაჩქარდეს“, - აღნიშნა ლიტველმა მინისტრმა.
კითხვაზე, როგორი იქნება ვილნიუსის რეაქცია აგრესორის თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, კაშიუნასმა განაცხადა, რომ ეს ნატო-ს კოლექტიური გადაწყვეტილება უნდა იყოს.
შეგახსენებთ, 9 სექტემბერს ლატვიის სამხედრო ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბელარუსიდან გაფრენილი და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონი „შაჰედი“ აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა.