რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთზე ATACMS-ის რაკეტებით დარტყმის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, უკვე მიღებულია.
„სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, ყველა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ეს დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ და ამ მომენტში, უბრალოდ, მედიაში მიმდინარეობს ასეთი საინფორმაციო კამპანია უკვე მიღებული გადაწყვეტილების ფორმალიზაციისთვის“, - აღნიშნა პესკოვმა, როდესაც მან კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კიევში ვიზიტის დროს, შესაძლოა, უკრაინას ნება დართოს, რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის ATACMS-ის რაკეტები გამოიყენოს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ცდილობენ, დისტანცირება მოახდინონ უკრაინის კონფლიქტში ჩართულობისგან, თუმცა კრემლი არ ფიქრობს, რომ ეს გამოვა.