დღეს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, იმიტირებული კენჭისყრა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია. იმიტირებული კენჭისყრის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება. ამომრჩევლები პირადად ეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას. საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მოუწოდებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს.