საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა რომ მზად არის აიღოს პასუხისმგებლობა და მეორე ვადით გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, ამ თემას ოპოზიციური პარტიები და მმართველი პარტია გამოეხმაურა. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ რომ პრეზიდენტობის პოსტზე სალომე ზურაბიშვილზე გამოცდილი და შესაფერისი კანდიდატურის დასახელება გაუჭირდებათ.