ნიდერლანდების ნაკრებმა ერთა ლიგის A დივიზიონის მეორე ტურში გერმანიას საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ნიდერლანდები ტიჯანი რეინდერსის გოლით მე-2 წუთზე დაწინაურდა, რის შემდეგაც ორივე ნაკრები ბევრს უტევდა და გერმანიამ 38-ე წუთზე უნდავის გოლით გაათანაბრა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კიმიხმა გერმანელები დააწინაურა - 2:1.
ნიდერლანდებმა მეორე ტაიმის სტარტზევე ანგარიში გაათანაბრა. დენზელ დუმფრისის გოლით ნიდერლანდების ნაკრებმა 50-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. შეხვედრაც 2:2 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. ამავე ჯგუფში უნგრეთმა და ბოსნიამ ფრედ 0:0 ითამაშეს.
ინგლისმა B დივიზიონის მეორე ტურის მატჩში ფინეთს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, ჰარი კეინმა მეასე საიუბილეო მატჩში დუბლი შეასრულა. საბერძნეთმა ამავე ჯგუფში ირლანდიას 2:0 მოუგო და ჯგუფის ლიდერია. ინგლისისა და საბერძნეთის ნაკრებებს 6-6 ქულა აქვთ და მომდევნო ტურში ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ.