ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია უკრაინის მიერ რუსეთთან ომში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნის საკითხზე მუშაობს. როიტერსი წერს, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს მიაწოდოს ან დაუშვას იარაღის გამოყენება, რომელსაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმა შეუძლია, რადგან ვაშინგტონი შიშობს, რომ ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.