ჰელსინკის კომისიის მორიგი კრიტიკული გზავნილი - ჰელსინკის კომისიაში აცხადებენ, რომ აქვთ პასუხისმგებლობა, მხარი დავუჭირონ ქართველ ხალხს, მაშინ, როდესაც საქართველოს რუსული ჩარევის საფრთხე და დემოკრატიის დაზიანება ემუქრება. ამავდროულად, რამდენიმე დღეში აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. მოსმენის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში არსებული ვითარება და პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ „გამჭირვალობის კანონი“ იქნება. აშშ-ის სენატში მომხსენებელთა შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური იქნება. სწორედ ამ საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.