ოპოზიცია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის ინიციატივას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრებო ორგანიზაციებისთვის თანხის გამოყოფას უკავშირდება. ხელისუფლების ოპონენტების აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობა ეჭვქვეშ დადგება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს საგრძნობლად გააუარესებს. ამავდროულად, ამ ინიციატივის საჭიროებაზე საუბრობს „ქართული ოცნება“. ხელისუფლების განცხადებით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან. საქართველოს მთავრობა აპირებს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნოს საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.