"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა საჯარო პირობა დადეს, რომ "ქართულ ოცნებასთან" არასდროს, არც ერთი ფორმით ითანამშრომლებენ. ამის დადასტურების მიზნით, მათ ერთგვარ მემორანდუმსაც მოაწერეს ხელი. აღნიშნული პირობის თანახმად, ოპოზიციური გაერთიანების წევრები "ქართულ ოცნებას" მთავრობის ფორმირებასა და ნებისმიერ სხვა ქმედებაში დახმარებას არ აღმოუჩენენ. ოპოზიციურმა გაერთიანებამ ამ ვალდებულების აღებისკენ სხვა პარტიებსა და პოლიტიკურ სუბიექტებსაც მოუწოდა. ამის საპასუხოდ, ოპოზიციონერთა ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნულ ინიციატივას მოესალმებიან, ხოლო მეორე ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი პარლამენტში უმრავლესობით შესვლაა. რას ამბობს „ქართული ოცნება“