მსოფლიოს მალე პირველი ტრილიონერები ეყოლება. მოლოდინები ბრიტანელების კვლევას ეფუძნება. კვლევის მიხედვით მსოფლიოს პირველი ტრილიონერი ვინ თუ არა Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი იქნება, თუმცა ამისთვის 2027 წლამდე მოცდა მოუწევს. ბრიტანული ჯგუფის, Informa Connect Academy-ის ანალიტიკოსების ანგარიშშის მიხედვით, მასკის ქონება ყოველწლიურად, საშუალოდ, 110%-ით იზრდებოდა. ამასთან, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ბიზნესმენი 251 მლრდ დოლარით პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია. ბრიტანელი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ 2028 წელს მეორე ტრილიონერი ინდური კონგლომერატის, Adan Group-ის დამფუძნებელი და მმართველი, გაუტამ ადანი იქნება. Forbes USA-მ ის აზიის უმდიდრეს ადამიანად დაასახელა, რომლის კაპიტალიც წელიწადში 123%-ით იზრდება. ასევე, ოთხ წელიწადში, თავისი ქონების ტრილიონ დოლარამდე გაზრდის შანსი „ენვიდიას“ აღმასრულებელ დირექტორს, ჯენსენ ჰუანგსა და ინდონეზიელ მაგნატ პრაჯოგო პანგესტუსაც აქვთ. მომავალ ტრილიონერთა რიგში დგანან ასევე ლუი ვიტონის კომპანიათა ჯგუფის პრეზიდენტი და აღმასრულებელ დირექტორი, ბერნარ არნო და Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, თუმცა ამისთვის დაახლოებით ექვსი წელი დასჭირდებათ.