საქართველოში ფქვილის 91% რუსეთიდან შემოდის. თუმცა უნდა ითქვას, რომ ფქვილის იმპორტი ჩვენს ქვეყანაში შემცირებულია, მთელი59%-ით. უფრო კონკრეტულად, გასული წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 94 831 ტონა ფქვილი შემოვიდა, ხოლო წელს იმავე პერიოდში დაახლოებით 43 ათასი ტონა. საანგარიშო პერიოდში შემცირებულია საიმპორტო ფასიც. უფრო კონკრეტულად, გასული წლის შვიდ თვეში 1 კგ ფქვილის საშუალო საიმპორტო ფასი 28 ცენტი იყო, წელს კი შემცირებულია 26-ცენტამდე. როგორც უკვე გითხარით, საქართველოში იმპორტირებული ფქვილის უდიდესი ნაწილი რუსეთიდან შემოდის. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში რუსეთის წილი ფქვილის იმპორტში 91%-ს შეადგენდა. რუსეთის შემდეგ ფქვილის იმპორტით მეორე ადგილზეა თურქეთი, ფქვილი შემოგვაქვს ასევე იტალიიდანაც, ლიეტუვადან და საფრანგეთიდან.