ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო კიდევ ერთ საინტერესო და ამავე დროს საგანგაშო ინფორმაციას ფლობს, რომლის თანახმადაც საქართველოში 47 ატრაქციონი მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველია. აქედან 11 თბილისში მდებარეობს. ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ცნობით, 2020 წლიდან დღემდე 108 ინსპექტირება განხორციელდა, რომელთაგანაც 30 დედაქალაქში ჩატარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისში ატრაქციონის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობის გამო, 2 ობიექტი დაჯარიმდა . ამ შემთხვავეში ჯარიმა 750 ლარიან ფულად საქნციას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ბორჯომში ატრაქციონის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის (რამაც მეორე ხარისხის შეუსაბამობა გამოიწვია) დაჯარიმებულია 2 ობიექტი. ამ შემთხვევაში ჯარიმა 400 ლარს შეადგენდა. სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ ატრაქციონებზე „კრიტიკული შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა“. რაც შეეხება ტექინსპეტირების წესებს. ატრაქციონების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მეორე წელს, კერძო ინსპექტირების ორგანოების მიერ. გარდა ამისა, სააგენტოს მიერ არაგეგმური ტექნიკური ინსპექტირება ხდება ატრაქციონებზე მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში“. აცხადებენ სააგენტოში.