ძველი და ექსპლუატაციიდან გასული ლიფტების პრობლემა თბილისში კვლავ მწავავედ დგას. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქში ტექინსპექტირება მხოლოდ 5 047 ლიფტს აქვს გავლილი, ხოლო ლიფტების პერიოდული ტექინსპექტირების ჩაუტარებლობის გამო, 2020 წლიდან დღემდე დაჯარიმებულია 28 ამხანაგობა. მონაცემებს ამის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო ფლობს. თუმცა სააგენტოში არ აქვთ ინფორმაცია სულ რამდენი ლიფტია ჯამში დედაქალაქში. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია არ აქვთ. როგორც სააგენტოში ამბობენ, ლიფტების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ყოველ მესამე წელს, კერძო ინსპექტირების ორგანოების მიერ. გარდა ამისა, სააგენტოს მიერ არაგეგმიური ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდება ლიფტებში მომხდარი ავარიის, უბედური შემთხვევის, საფრთხის შესახებ შეტყობინების, ფორსმაჟორის და სხვა შემთხვევებში“