საქართველო წელს ტურიზმიდან 4.3 მლრდ დოლარს მიიღებს. ასეთია GALT&TAGGART-ის პროგნოზი, რომელიც მიმდინარე ანალიტიკურ მონაცემებს ეფუძნება. კვლევითი ორგანიზაციის შეფასებით, მიმდინარე წლის აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 23.5%-ით გაიზარდა და 670 მლნ დოლარი შეადგინა. ჯამურად, ამ წლის იანვარ-აგვისტოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 3.2 მლრდ დოლარს გაუტოლდა, რაც გალთ ენდ თაგარტის შეფასებით წლიურად 11.8%-იანი ზრდაა. კვლევითი ორგანიზაციის პროგნოზით, წლის ბოლომდე ტურიზმის შესავლები 4.3 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. ცნობისთვის შარშან ეს მაჩვენებელი 4.1 მლრდი დოლარი იყო.