კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს - დედოფლისწყაროს და სიღნაღის შემდეგ, მევენახეები ყურძნის მოსავალს თელავში, გურჯაანსა და ყვარელშიც აბინავებენ. 10 სექტემბრის მონაცემებით, სულ კახეთში გადამუშავებულია 56 000-ს ტონამდე ყურძენი. მოსავლის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად 70-მდე კომპანია და მარანია ჩართული. წელს, ყურძნის სავარაუდო მოსავალი 300-ი ათას ტონას შეადგენს.