კამალა ჰარისისა და დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართება. კანდიდატები ერთმანეთს ფილადელფიაში შეხვდებიან. ღონისძიება ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, თბილისის დროით კი, ოთხშაბათს დილის 05:00 საათზე დაიწყება და მას ტელეკომპანია ABC-ი მასპინძლობს. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 5 ნოემბერს გაიმართება. კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი ჯერ არ შეთანხმდნენ დებატების ახალ რაუნდზე, ამიტომ ეს შეხვედრა შესაძლოა ერთადერთი აღმოჩნდეს. სტუდიაში მაყურებელი არ იქნება. ეს საარჩევნო კამპანია პირველია შეერთებულ შტატებში დებატების პირდაპირი ტრანსლაციის დაწყების შემდეგ, როდესაც მაყურებელს ორი კანდიდატის დებატებზე არ უშვებენ.