ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ აშშ-მა მათი ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. გოდოლაძის ცნობით, ცენტრი ამჟამად სეისმური საფრთხის რუკების განახლებულ ვერსიაზე მუშაობდა, რომელსაც აშშ აფინანსებდა. მისივე თქმით, აშშ-ის ფინანსები ხმარდებოდა მონიტორინგის სისტემების მოვლისა და შენახვისათვის საჭირო სამუშაოების უდიდეს ნაწილს. თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ ცენტრი "თვითდინებით" გააგრძელებს მუშაობას, შემდეგ კი ახალი რესურსების მოძიება გახდება საჭირო.