დასჭირდება თუ არა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ჩამოყალიბებაში ოპონენტების დახმარება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება, ამიტომ ისინი მთავრობის ფორმირებას დამოუკიდებლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ. თავის მხრივ, ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ ხელისუფლების ფორმირების საკითხზე თანამშრომლობას გამორიცხავს. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებმა უკვე მოაწერეს ხელი ერთგვარ მემორანდუმს, რითაც პირობა დადეს, რომ ამ საკითხზე მათი პოზიცია არ შეიცვლება. ოპოზიციის მეორე ნაწილი მსგავსი დოკუმენტის შექმნისა და ხელმოწერის საჭიროებაში დარწმუნებული არაა.