აღმოჩნდება თუ ოპოზიციაში ვინმე, ვინც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად კოალიციას შექმნის? „მელია-გვარამია-ჯაფარიძე-ხოშტარიას“ გაერთიანებამ უკვე მოაწერა ხელი მომერანდუმს, რომლითაც მათ პირობა დადეს, რომ „ოცნებას“ მთავრობის ფორმირებაში არ დაეხმარებიან. ხელმოწერას არ ჩქარობენ, თუმცა განცხადების სულისკვეთებას იზიარებენ სხვა ოპოზიციური პარტიები.