ჩრდილოეთ ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა - Palitra News

ჩრდილოეთ ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა

2024-09-09 15:55:58+04:00

ჩრდილოეთ ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“, სულ მცირე, 35 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე კი დაშავდა. სტიქიის გამო ქვეყნის რამდენიმე ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა. ასევე 3000-ზე მეტი სახლი დაზიანდა და 120-ი ათას ჰექტარზე მეტი ფართობის სახნავ-სათესი ტერიტორია დაიტბორა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, მეწყრული პროცესები და წყალდიდობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდეს. აქამდე, აღნიშნული ტაიფუნი სამხრეთ ჩინეთსა და ფილიპინებშიც მძვინვარებდა, სადაც სტიქიის შედეგად, 24 ადამიანი დაიღუპა.