Timesofisraeli-ს ინფორმაციით, ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების ოჯახებს განუცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგეს. როგორც მძევლების ოჯახების წევრები ამბობენ, მათ მთავრობას მოუწოდეს, ამ ომის დასასრულებლად მოქმედება გააგრძელონ.