კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი მედიაწიგნიერების საგნის სწავლებისთვის გადაამზადა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, პროფესორ-მასწავლებლებმა მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ მედიაწიგნიერების მკვლევარისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შედეგად ლექტორები საგნისთვის სილაბუსის შემუშავებას, სალექციო პროცესის წარმართვასა და არსებულ კურსებში მედიაწიგნიერების კომპონენტების ინტეგრირებას შეძლებენ. 2 დღიანი სემინარი თეორიული საკითხების გარდა, მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა პროგრამაზე დაფუძნებით სილაბუსის სამუშაო ვერსიები შეიმუშავეს.