საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება“ რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად პარტიის ლიდერები ქალაქ ახალციხის მოსახლეობას შეხვდნენ და საკუთარი ხედვები გააცნეს. პარტიულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. მან ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ისევ მშვიდობის მთავარი გარანტი იქნება. ომთან დაკავშირებით გაზრდილ საფრთხეებზე და გარკვეული ჯგუფების მხრიდან არეულობის მცდელობებზე ისაუბრეს ქართული ოცნების სხვა ლიდერებმაც. მათი განცხადებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი მშვიდობასა და სტაბილურობას შორის.