„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის მიზანია, მოსპოს ყველა ერი, რომელიც კავკასიაშია და დაიმორჩილოს მთლიანად კავკასია. ფავლენიშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის ნარატივს იმეორებს. მისივე შეფასებით, „საქართველოს ხელისუფლებაში, „ქართული ოცნება“ Sputnik-ისა და Russia today-ის წამყვანები არიან“.