ჩინეთი აფრიკას დაეხმარება, – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში ჩინეთისა და აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის გახსნისას განაცხადა. მისივე თქმით, პეკინი აფრიკის ქვეყნებისთვის 360 მილიარდი იუანის ოდენობის ინვესტიციების გამოყოფას გეგმავს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში 210 მილიარდი იუანი სესხების სახით გაიცემა, ხოლო კიდევ 80 მილიარდი იუანი სხვადასხვა სახის დახმარების სახით გადაიგზავნება. ჩინური მხარის ინფორმაციით, აღნიშნულ ფორუმზე აფრიკის 50-მდე სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩავიდა. მოსალოდნელია, რომ განხილვის მთავარი თემები იქნება ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და სამხედრო სექტორი.