უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს კულებას პირველი მოადგილე, ანდრი სიბიგა დაიკავებს. სიბიგა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2021 წლის ივლისში დაინიშნა, 2016-2021 წლებში ის თურქეთში უკრაინის ელჩი იყო. 5 სექტემბრის სხდომაზე უკრაინის პარლამენტმა ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობიდან ირინა ვერეშუკი გაათავისუფლა. წინა დღით გამართული კენჭისყრისას ვერეშუკის გადაყენების ინიციატივამ ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა.