უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, ასევე 297 ადამიანი დაშავებულია. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5-მდე ადამიანი იმყოფებოდეს. 3 სექტემბერს, დილით, პოლტავას სამხედრო კომუნიკაციების ინსტიტუტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმა დაადასტურა - უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული იერიში უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივი სასწავლო ცენტრზე მიიტანა.