ალეკო ელისაშვილმა 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირების ნაწილი გაიხსენა და „ქართულ ოცნებას“ „გადამგდები, მატყუარა, ორპირი და ფლიდი პოლიტიკური ძალა“ უწოდა. მან „ქართული ოცნების“ 100 დაპირება გაიხსენა. კერძოდ, ელისაშვილმა დაპირებულ 100-ს ქარხანაზე და თითოეული სოფლისთვის გამოსაყოფ 5-თ მილიონ ლარზე გაამახვილა ყურადღება. ელისაშვილის შეფასებით, ერთადერთი დაპირება, რომელიც 12 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ ასრულებს, არის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის დაპირება, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დააპატიმრებენ და ფიზიკურად გაუსწორდებიან.