"ქართული ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო კვლევას გამოეხმაურა. პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია მანიპულაციური ფაქტების გამოყენებით, მცდარი რეალობის შექმნას ცდილობს. „ქართული ოცნება“ უარყოფს მათ მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნებისმიერ ფაქტს და „სამართლიან არჩევნებს“ საპასუხო ბრალდებას უყენებს.