ჯორჯიის შტატში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ცხრა - დაშავდა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, სროლას სკოლის ორი მოსწავლე და ორი მასწავლებელი ემსხვერპლა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელმა, კრის ოზიმ განაცხადა, რომ სკოლაში სროლა 14 წლის მოსწავლემ განახორციელა. სამართალდამცველებმა ის უკვე დააკვეს. თავდასხმის მოტივი ჯერ-ჯერობით უცნობია.