აშშ-მა რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები დაასანქცირა, მათ შორისაა მარგარიტა სიმონიანი. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის სანქციების ქვეშ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT-ის ხელმძღვანელობა და რუსული ჰაკერული ჯგუფი მოყვნენ. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ყალბი ინფორმაციებისა და დეზინფორმაციის გავრცელების გარდა, წლის დასაწყისში RT-ის ხელმძღვანელობამ ამერიკელი ინფლუენსერების რეკრუტირება დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის კამპანიისთვის. აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვნენ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილეები, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე და ციფრული მედია პროექტების ხელმძღვანელი.